მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “იუვეს დნმ-ში მთავარი შედეგია, თამაშის ხარისხი უმნიშვნელოა”

დე ლიხტი: “იუვეს დნმ-ში მთავარი შედეგია, თამაშის ხარისხი უმნიშვნელოა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა ბრიტანულ Guardian-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ბებერი ქალბატონის“ მენტალიტეტზე ისაუბრა.

როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა განაცხადა, „იუვეში“ მთავარი გამარჯვებაა და ლამაზი თამაშის სტილი უმნიშვნელოა.

„აიაქსში“, როდესაც 15 წლის ვიყავი, ნახევარმცველად ვთამაშობდი, შემდეგ გავხდი ცენტრალური მცველი, თავიდან არ ვიცოდი, გუნდისთვის როგორ უნდა მეთამაშა. გამოცდილებასთან ერთად ვისწავლე სხვადასხვა სიტუაციებში სწორად მოქმედება.

რა თქმა უნდა, შემიძლია მომატება. მაგალითად, ჯორჯო კიელინი 37 წლისაა, ახლა ის ისე თამაშობს, თითქოს, წიგნებს კითხულობს. მან უკვე ყველაფერი იცის: „კარგი, ახლა ეს მოხდება, შემდეგ ეს“. და, რა თქმა უნდა, ეს არის უნარი, რომელიც მას 20 წლის ასაკში არ გააჩნდა. ყველაფერი გამოცდილებით ისწავლა. თუმცა, ეს ასევე ემყარება განცდებსა და წინათგრძნობას – რაღაც შეიძლება არასწორად წარიმართოს ან სად მისცემს შენი თანაგუნდელი პასს. საკმაოდ ბუნებრივი რაღაცაა და ვფიქრობ, რომ ეს თვისებები მსოფლიოში ყველა კარგ მცველს აქვს.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. „იუვენტუსში“ თუ 1:0-ს მოვიგებთ და ცუდად ვითამაშებთ, გულწრფელად ვფიქრობ, რომ ყველა ბედნიერი იქნება. თუ კარგად ვითამაშებთ და 1:2-ს წავაგებთ, ბედნიერი არ ვიქნებით. ყველა გუნდს აქვს გარკვეული დნმ, რომელიც ყველა კლუბში განსხვავებულია.

ალეგრის ყველაზე დიდი თვისება ისაა, რომ იცის, ყოველთვის ლამაზი თამაშით ვერ მოიგებ. მხოლოდ გამარჯვებას აქვს მნიშვნელობა და ეს არის „იუვეს“ მენტალიტეტია. არ აქვს მნიშვნელობა კარგად თამაშს, მთავარი – სამი ქულაა. ჩვენ უფრო და უფრო უკეთ გვესმის, რას ელოდება ჩვენგან“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 106 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …