მთავარი / სიახლეები / სერია A / დე ლიხტი: “იტალიაში მენტალურად ძალიან გავიზარდე”

დე ლიხტი: “იტალიაში მენტალურად ძალიან გავიზარდე”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა ნიდერლანდურ მედიას ინტერვიუ მისცა და იტალიაში არსებულ საფეხბურთო ცხოვრებაზე ილაპარაკა. მისი აზრით, იტალიაში მენტალურად ძალიან გაიზარდა.

„იქედან მოყოლებული, რაც „იუვეში“ ვარ, მენტალურად გავიზარდე. ამბობდნენ, რომ „აიაქსში“ გავიზარდ, მაგრამ თუ შევადარებთ, ახლა ბევრად უფრო მომწიფებული ვარ და ამას ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებიც ამჩნევენ.

იტალიურ ენაზე ინტერვიუები? ამას იტალიელები ძალიან აფასებენ. ასევე, ვფიქრობ, რომ ეს არის მოვალეობა, კლუბის, იტალიელების მიმართ. ამასთან ადაპტირება საჭირო იყო. , როდესაც საუბარი იტალიურად დავიწყე, თავი მაშინვე უკეთესად ვიგრძენი. გუნდში მხოლოდ რამდენიმე ბიჭია, ვინც ინგლისურად საუბრობს, პირველი შეკრება სამხრეთ კორეაში გვქონდა და ძალიან რთული კვირა იყო კომუნიკაციის თვალსაზრისით.

იტალიაში თამაშს ისე უნდა შევეჩვიო, როგორც თავდამსხმელები მოძრაობენ. ახლა ამას ბევრად უკეთ ვაკეთებ და ფეხზე უფრო მყარად ვდგევარ. „აიქსში“ შემტევი სტილი გვქონდა და დაცვაში ერთი-ერთზე ვთამაშობდით. აქ კი, ზონაში თამაშს ყურადღება ექცევა. ყოველთვის არ მიჰყვები ბურთიან მეტოქეს, არამედ, მეტოქეს, რომელიც სიღრმეში ბურთის გარეშეა. საბოლოოდ უნდა დაიცვა კარი და არა ადამიანი. თუმცა, საბოლოო ჯამში საუკეთესო ვარიანტის შერჩევის მომენტია, რაშიც კიელინი ოსტატია. მას დიდი გამოცდილება აქვს და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ასევე ვცდილობ ჩემი სტილის შენარჩუნებას.

რონალდუ? ის, თუ როგორ ცხოვრობს სპორტთი, როგორ ინარჩუნებს ფორმას, რამდენად მოტივირებულია 36 წლის ასაკში, ფანტასტიკურია. იგივე კიელინი, 43 წლის ბუფონიც. ყველა სუპერ პროფესიონალია. ისინი ბევრს გვეხმარებიან, მაგრამ ასევე გვეუბლებიან, რომ ბრმად სხვების კოპირება გამოსადგები არ არის“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 72 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …