მთავარი / სიახლეები / სერია A / გრავინა: “იუვეს” გარეშე ფეხბურთი შეუძლებელია, მაგრამ წესებს პატივი უნდა ვცეთ”

გრავინა: “იუვეს” გარეშე ფეხბურთი შეუძლებელია, მაგრამ წესებს პატივი უნდა ვცეთ”

დღეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში სერია A-ს კლუბების პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შედგა და მთავარი თემა „იუვენტუსის“ სუპერლიგიდან გამოსვა იყო. თუ ტურინული გუნდი ამ ტურნირს არ დატოვებს, მომდევნო სეზონში იტალიის ჩემპიონატში ვერ ითამაშებს.

„ტორინოს“ პრეზიდენტმა ურბანო კაირომ თქვა, რომ „იუვენტუსს“ სუპერლიგასთან დაკავშირებით ნაბიჯი უკან არ გადაუდგამს, ხოლო თვითონ ანიელიმ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. სამაგიეროდ, ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ, რომელმაც გუშინ თქვა, რომ „იუვეს“ სერია A-ში თამაში აეკრძალება სანამ სუპერლიგაში იქნება. ამჯერადაც მას აზრი არ შეუცვლია და წესების პატივისცემას ხაზი გაუსვა, მაგრამ აღნიშნა, რომ დიალოგისთვის ახლა უფრო მეტი მზაობა არსებობს.

„იმედი მაქვს, რომ იტალიის ჩემპიონატში სიმშვიდე დაბრუნდება და „იუვეს“ დაიბრუნებს. „იუვენტუსი“ ჩვენსთვის მნიშვნელოვანი რეალობაა, მის გარეშე ფეხბურთი შეუძლებელია. ანიელი? მასთან კონტაქტი მქონდა, უფრო მეტი დიალოგი მსურს და ვფიქრობ, წინაპირობები არსებობს პოზიციების დაახლოებისთვის და დიალოგისთვის, რომელიც აქამდე დაძაბული იყო.

ჩვენს წესდებაში მკაფიო წესებია. შეუძლებელია ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, თუ წესდებას არ ეთანხმები. ეს არის მარეგულირებელი ასპექტი. მე უნდა დავიცვა მთლიანად ჩემპიონატი და არა ცალკეული კლუბები“, – თქვა გრავინამ.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის გამო „იუვენტუსს“ უეფასთან და ფიფასთანაც პრობლემები აქვს, მაგრამ ტურნირის არ ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ სუპერლიგა აღარ არსებობს…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …