მთავარი / სიახლეები / ბრამბატი: “ფანებმა თვალები უნდა გაახილონ, ალეგრი გუნდს არც კი ავარჯიშებს”

ბრამბატი: “ფანებმა თვალები უნდა გაახილონ, ალეგრი გუნდს არც კი ავარჯიშებს”

ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა სატრანსფერო ექსპერტმა მასიმო ბრამბატიმ მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას ის უკვე გათავისუფლებული უნდა ჰყავდეს.

„სეზონით სრულიად იმედგაცრუებული ვარ. ალეგრი უნდა გაუშვან, უკვე უნდა გაეთავისუფლებინათ. თუ ალეგრის შეინარჩუნებენ, მაშინ ჟორჟინიო უნდა მოიყვანონ, მათ უკვე მზა ფეხბურთელები უნდა დაიმატონ. თუმცა, მთავარი პრობლემა ალეგრია, ის გუნდს არ ავარჯიშებს და გულშემატკივრებმა თვალები უნდა გაახილონ.

საკმარისია გავიხსენოთ კულუშევსკი, რომელიც ლონდონში ჩავიდა და კონტეს უთხრა, რომ ექვსი თვე არ ვარჯიშობდა და ფორმის აღსადგენად გარკვეული დრო სჭირდებოდა. რა მიზეზი ჰქონდა ამის სათქმელად? შეხედეთ ზაკარიას, ახლახან დაიმატეს და სამჯერ მიიღო კუნთის ტრავმა, იმის ფონზე, რომ „გლადბახში“ ტრავმებს საერთოდ არ იღებდა. ესე იგი, გამოდის, რომ რაღაც არ ფუნქციონირებს.

დიბალა? ვიცოდი, რომ „არსენალთან“ შეთანხმება ჰქონდა, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდნენ. არ მესმის მისი ცრემლების, რადგან ნოემბერში თვითონ თქვა უარი 7.5 მილიონიან კონტრაქტზე, პლუს ბონუსებზე. თუ ძალიან სურდა დარჩენა, უნდა დათანხმებულიყო და რაც მთავარია, 10 მილიონი არ უნდა მოეთხოვა.

თუ „ინტერი“ სკუდეტოს ვერ მოიგებს, მაშინ პირლო რატომ გაათავისუფლეს და ინძაგის რატომ არ ეხებიან? შარშანდელი „იუვე“ აშკარად უფრო სუსტი იყო, ვიდრე წლევანდელი „ინტერი“. იტალიის თასი და სუპერთასი უბრალოდ ფანების გაჩუმებას ემსახურება, არსებითად ამ ორ ტიტულს დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – თქვა ბრამბატიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …