ტურინის „იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელ ჰამზა რაფიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
რაფია პრესეზონის დროს მთავარ გუნდთან ერთად ემზადებოდა, ამიტომაც, „იუვე“ მთელი შემადგენლობით იზოლირებულია. მასიმილიანო ალეგრის შეგირდები ვარჯიშობენ, მაგრამ ბაზას ვერ ტოვებენ და გარეპირებთან კონტაქტი ამ ეტაპზე არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს „იუვენტუსი“ ამხანაგურ მატჩში „მონცას“ უნდა დაუპირისპირდეს, თამაშის გადადების საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს.