ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კლაუდიო ჯენტილემ ისაუბრა. მან ასევე კომენტარი ფედერიკო კიეზას შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია.
„კიეზა საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია? პირველ სამეულში ნამდვილადაა. არიან ახალგაზრდა და ხარისხიანი ფეხბურთელები. ძნელია ზუსტი კლასიფიკაცია, ცოტა ხანს დაველოდოთ.
„იუვე“? შეშფოთებული არ ვიყავი, „ჩელსისთან“ მატჩამდეც იგივე ვთქვი, გუნდს ჩვეულებრივ 12-13 თამაშის შემდეგ ვაფასებ და ბოლოდროინდელი შედეგები იმედს იძლევა. „ჩელსისთან“ გამარჯვება და დერბიში მოგება მორალურ მხარეს და რწმენას აძლიერებს. შესაძლოა, გუნდი სწორ გზაზეა.
„რომასთან“ იდეალური გამოცდაა, რომელიც საჭიროა. „რომა“ ძლიერი გუნდია და შესაფერისი მატჩია იმის გასაგებად, გამოჯანმრთელდა თუ არა „იუვენტუსი“. დარწმუნებული ვარ, „იუვეს“ ამის გაკეთება შეუძლია“, – თქვა ჯენტილემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, შინ „რომასთან“ ჩაატარებს.