მთავარი / სიახლეები / ხვიჩა კვარაცხელია: “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

ხვიჩა კვარაცხელია: “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ყველაზე ახლოს ბოლო პერიოდში „იუვენტუსში“ გადასვლასთან იყო

„მამუკა ჯუღელს ჰქონდა „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები და ძალიან კარგ სტადიაში იყო, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობაში ცვლილებები მოხდა. ერთადერთი ის ვიცი, რომ ყველაზე ახლოს „იუვენტუსში“ გადასვლასთან ვიყავი“, – თქვა კვარაცხელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ნოესთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით ფაბიო პარატიჩი იყო დაინტერესებული, მაგრამ მან ზაფხულში გუნდი დატოვა და ლონდონის „ტოტენჰემში“ გადავიდა. აღსანიშნავია, რომ პარატიჩის კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც კლუბმა არ გაუხანგრძლივა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …