ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა თავიდან გაიმართა. პირველ წილისყრაზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” მიმართებაში უეფამ შეცდომა დაუშვა, რის გამოც შედეგები გააუქმა და წილისყრა ხელმეორედ ჩატარდა.
შედეგად, ტურინის “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ესპანურ “ვილიარეალს” დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს 22 თებერვალს, მეორეს კი საკუთარ მოედანზე 16 მარტს. ისიც გავიხსენოთ, რომ პირველი წილისყრით “იუვეს” მეტოქედ ლისაბონის “სპორტინგი” ერგო…
⚫️⚪️ L’ottavo di finale dei bianconeri sarà contro il @VillarrealCF ⚪️⚫️#UCLDraw pic.twitter.com/acWvyrF8RK
— JuventusFC (@juventusfc) December 13, 2021