ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას, ანხელ დი მარიასა და გლეისონ ბრემერის ტრანსფერებზე გაჩერებას აპირებს.
იტალიური მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას მასიმილიანო ალეგრისთვის მინიმუმ კიდევ ორი მაღალი კლასის ფეხბურთელების მიყვანა სურთ. საუბარი ყველაზე აქტიურად ალვარო მორატასა და ლეანდრო პარედესზეა.
მორატას ტურინში კიდევ ერთხელ დაბრუნება იჯარით განიხილება, ხოლო არგენტინელ ნახევარმცველს „პარი სენ ჟერმენი“ 20 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) აფასებს. „ბიანკონერი“ თავის მხრივ 15 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.
გარდა ამისა, კლუბის ფეხბურთელების გაშვებაზეც მუშაობს. წასვლის მთავარი კანდიდატები აარონ რემზი და არტური არიან. უელსელთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მიდის მუშაობა, რომელსაც ის კიდევ ერთი წლით აკავშირებს და „იუვეს“ არ სურს ფეხბურთელს, რომელსაც გუნდში ნომერიც აღარ აქვს, ამ ერთ წელში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს.
არტურს აქტიურად უკავშირებენ ლონდონის „არსენალს“, თუმცა, ჯერჯერობით ბრაზილიელის წასვლაზე კონკრეტული და ხელჩასაჭიდი არაფერია. ცნობილია, რომ ალეგრის ბრაზილიელის გუნდში ყოლა არ სურს და კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ეცდება ის გაასხვისოს.