იტალიის ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ Gazzetta dello Sport-ს იტალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა. როგორც ძამბროტამ აღნიშნა, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მთავარი მნიშვნელობა გუნდურობას აქვს და „სკუადრა აძურაში“ ამ მხრივ საქმე იდეალურადაა.
– აქვს თუ არა გუნდს ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი?
– ნამდვილად. იმ გუნდთან ერთად, რომელიც მანჩინიმ ჩამოაყალიბა, იმ ცვლილებებით, რომელთა იმედი შეიძლება გვქონდეს, ძირითადი შემადგენლობის წევრების ალტერნატივებით, ბოლომდე მისვლის შესაძლებლობა არსებობს.
– რა არის საუკეთესი იარაღი „უემბლიზე“ დასაბრუნებლად?
– გუნდი! ეს არის განსაკუთრებული გუნდი, შეკრული ჯგუფი, მანჩინიმ შექმნა გუნდი, რომელსაც დიდი ენთუზიაზმი აქვს. ვინც თამაშობს, 110%-ით იხარჯება, ვინც არ თამაშობს, უფრო მეტად, რადგან ისინი გუნდს გულშემატკივრობენ. შემდეგ შედიან მოედანზე სხვაობას ქმნიან. უბრალოდ დაფიქრდით, კიეზაზე, პესინაზე, ბელოტიზე, ლოკატელიზე. ჩვენი საუკეთესო იარაღი მწვრთნელი და ძლიერი შეკრული გუნდია.
– რამდენიმე მწვრთნელი გყავდათ. ვის გახსენებთ მანჩინი?
– სინამდვილეში მანჩინიმ, გარდა იმისა, რომ რეკორდები დაამყარა, ეროვნულ გუნდს მიანიჭა იდენტობა, თამაშის სტილი და ხასიათი, რაც ავსტრიასთან ვნახეთ. ჩვენ შევეჩვიეთ იტალიას, რომელიც მეტოქეებს ადვილად ჯობნიდა, მაგრამ ავსტრიასთან მოუწია სირთულეები გადალახვა და კარგია, რომ ეს მოხდა.
– შედარების გაკეთება მაინც შეიძლება. ყველა ამჟამინელი მოთამაშე ხაზს უსვამს ჯგუფის სიძილიერეს, გუნდს, რომელსაც მოედანზე ერთმანეთის კარგად ესმის. 2006 წლის მსგავსი ფაქტორია…
– ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ასეა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე არ იმარჯვებს უფრო ძლიერი, არამედ ვინ არის უკეთესი და ვინ არის უფრო გუნდური. იტალიას ამ მომენტში 26 ფეხბურთელი ჰყავს, ეს ცვლილებებიდან კარგად ჩანს. გუნდში ჰარმონია და სინთეზი ფუნდამენტურია, რაც 2006 წელსაც იყო.
– თქვენ შეტევაში ჩართვა გიყვარდათ. წარმოიდგინდით ასეთ შემტევ გუნდს?
– დიახ. განსაკუთრებით ფლანგებიდან კარგად უტევს, სადაც სპინაცოლა ძალიან ხშირად ერთვება. ზოგადად გუნდში დინამიკას და ტექნიკას ვამჩნევ.
– სპინაცოლაზე რას იტყვით?
– ის მართლაც გამორჩეულია, აქვს დიდი სისწრაფე და ყოველთვის ატყუებს პირველ მეტოქეს. მოხარული ვარ, რომ მან რამდენიმე ინტერვიუში მახსენა. მას შეუძლია ბევრად მომატება და გახსეს მისაბაძი მოთამაშე თავის პოზიციაზე.
– ბელგიის ყველაზე მეტად რითი უნდა გვეშინოდეს?
– გუნდის ტექნიკური თვისებების. ლუკაკუ, დე ბრუინი, ძმები აზარები, კურტუა, ძალიან მაღალი ხარისხის გუნდია. ფურცელზე ფავორიტებს შორისაა, მაგრამ როგორც ვნახეთ ბევრი ფავორიტი უკვე სახლში წავიდა. ბელგია საშიში მეტოქეა, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების უნდა გვჯეროდეს.
– კიელინი და ბონუჩი ლუკაკუს წინააღმდეგ: ვინ გაიმრჯვებს?
– ჯორჯოს და ბონუჩის ერთად თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. არ ვიტყვი, რომ მათ მშვიდად ძილის საშუალება აქვთ, მაგრამ ბევრიც არ უკლიათ.
– მოგწონთ, რომ იტალიის ძალა ლიდერის გარეშე კოლექტივს ემყარება?
– დიახ. ეს არის იტალია, რომელიც ყურადღებას გუნდზე ამახვილებს და მსგავს ტურნირებში ეს აუცილებელია. ჩვენთვის ეს ძალიან დადებითი ფაქტორია.
– ვინ იქნება ამ მატჩის გმირი?
– ფსონს კიეზაზე გავაკეთებ. ჩემი აზრით, ის ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელია. უზარმაზარი ნახტომი გააკეთა „ფიორენტინადან“ „იუვენტუსში“ და ამ ნაკრებისთვის დამატებითი იარაღია. ისევე როგორც პესინა და ლოკატელი.