მთავარი / სიახლეები / ძამბროტა: “კიეზას შეუძლია იტალიის ნაკრების გადამწყვეტი მოთამაშე იყოს”

ძამბროტა: “კიეზას შეუძლია იტალიის ნაკრების გადამწყვეტი მოთამაშე იყოს”

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ ევროპის ჩემპიონატის წინ უეფას ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და „სკუადრა აძურაზე“ ისაუბრა. ძამბროტას განცხადებით, ფედერიკო კიეზა შესაძლოა ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების ლიდერი და გადამწყვეტი ფეხბურთელი იყოს.

„მნიშვნელოვანი იქნება თურქეთთან კარგად თამაში. გუნდში არსებობს ენთუზიაზმი სურს ფინალში გასვლა. კარგი იქნება თუ მესამე ტურის მატჩს ისე შევხვდებით, რომ ძალების დაზოგვა შევძლოთ. კარგი დასაწყისი ტურნირის განმავლობაში ენერგიის გადასანაწილებლადაც მნიშვნელოვანია. იტალიას კარგი შანსი აქვს, შესანიშნავი და მნიშვნელოვანი გზა გაიარა. არსებობენ გუნდები, რომლებიც ცოტათი უკეთ არიან დაკომპლექტებულები, მაგრამ ამ ტურნირზე ეს გადამწყვეტი არასდროსაა.

გასულ წლებში იმობილე ყოველთვის გოლეადორი იყო, მაგრამ ასევე ბელოტის და კიეზას შეუძლია გატანა. ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი იქნება გოლების არგაშვებაც. 2006 წლის მუნდიალზე ჩვენ საუკეთესო დაცვა გვყავდა და ჩემპიონები ბევრი გატანილი გოლის გარეშე გავხდით. თუ ერთი ფეხბურთელი დავასახელო, ვიტყვი კიეზას, რომელსაც საოცარი სეზონი ჰქონდა „იუვენტუსში“. ის შეიძლება იყოს გადამწყვეტი მოთამაშე, როგორც გარკვეულ მატჩებში „იუვეში“ იყო. ის ბევრ ასპექტში გაიზარდა: მენტალურად, რეალიზაციაში, გუნდისთვის თავგანწირვაში და გუნდის დახმარებაში. მან „იუვეს“ მართლაც ბევრი რამ მისცა.

დონარუმა? ის ახალგაზრდაა, მაგრამ მისი გამოცდილება ეჭვს არ იწვევს. ახლა მან გვერდზე უნდა გადადოს ის ამბები, რაც მოედანს მიღმა ხდება და მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე უნდა იფიქროს“, – თქვა ძამბროტამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები პირველ ტურში 11 ივნისს, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინი: “დროა ხალხი გავაბედნიეროთ”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ პრესკონფერენეცია გამართა და ევრო 2020-ის …

დელ პიერო: “არ მინდა “იუვეში” მხოლოდ იმიტომ დამაბრუნონ, რომ ძველი დამსახურებები მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და …