ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსი“ ფედერიკო კიეზას გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, განსაკუთრებით მორალურად.
ტურინელთა კარი მშრალად ვოიცეხ შჩესნიმ შეინახა, რომელსაც ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ გამოსვლებზე დამაჯერებელი იყო. პოლონელმა მატჩის შემდეგ ისაუბრა:
„დასაწყისში გაგვიჭირდა, მაგრამ „ჩელსის“, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, საგოლე მომენტი არ შევაქმნევინეთ. ეს არის სულისკვეთებით, ხასიათით მოპოვებული გამარჯვება. თავი კარგად დავიცავით. ბურთი მათ დავუთმეთ, მაგრამ სიტუაციებს კარგად ვაკონტროლებდით და ვაჩვენეთ ის სულისკვეთება, რომელსაც სეზონის დასაწყისში ვერ ვაჩვენებდით“, – აღნიშნა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ H ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 2 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ გამართავს.