ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნის დაზიანებულ ფეხზე სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.
პოლონელ კარის დარაჯს მოტეხილობა არ აღენიშნება, რაც უკვე კარგია და ამბავია და ძალიან დიდი ხნით უქმობას გამორიცხავს.
როგორც ტურინული კლუბის განცხადებაშია ნათქვამი, ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა პერიოდი გაუცდება შჩესნის, ყველაფერი დამოკიდებული დაზიანების ევოლუციაზე იქნება.
იტალიური მედია ვარაუდობს, რომ პოლონელი კიპერი „იუვეს“ უახლოეს ხუთ მატჩში ვერ დაეხმარება და შემდეგ სანაკრებო პაუზა იწყება. ამდენად მისი დაბრუნება მოედანზე ზუსტად ერთი თვის შემდეგ 2 ოქტომბერს იგეგმება, მაგრამ ჯერ ეს მხოლოდ ვარაუდია. მომდევნო დღეებში უფრო ნათელი სურათი გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნიმ ტრავმა „სპეციასთან“ მატჩში მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.