ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო და აღმასრულებელი დირექტორი მაურიციო სკანავინო ფეხბურთელებს შეხვდნენ.
კლუბის ახალმა ხელმძღვანელებმა მოთამაშეებს მიმდინარე სიტუაციაზე გაესაუბრნენ და მათ თამაშზე კონცენტრაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს.
„უსამართლობის წინაშე უნდა ვიყოთ ერთიანი და თითოეულმა აკეთოს თავისი საქმე. ჩვენ ვიცავთ კლუბს შესაბამის ორგანოებში და თქვენ ქულებს მოედანზე აგროვებთ. დღეს, როგორც არასდროს, თქვენ წარმოადგენთ მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარს“, – უთხრეს მათ ფეხბურთელებს.
შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსს“ სერია A-ში 15 ქულა დააკლეს.