ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ ტრავმის მიღებიდან და ოპერაციის გაკეთებიდან ორი თვის შემდეგ ყავარჯნები გადააგდო და სიარული დაიწყო.
ფედერიკომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, როგორ დგამს „პირველ“ ნაბიჯებს.
შეგახსენებთ, რომ კიეზამ ჯვარედინი მყესები 9 იანვარს, „რომასთან“ მატჩში გაიწყვიტა. ის მოედანზე მომდევნო სეზონის დაწყების შემდეგ დაბრუნდება.
View this post on Instagram