ტურინის “იუვენტუსმა” “ფროზინონედან” ნიჭიერი ცენტრალური მცველი, ფედერიკო გატი დაიმატა. 23 წლის ფეხბურთელი ტურინშია და უკვე J Medical-ში მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.
გატის სანაცვლოდ “იუვემ” 7.5 მილიონი ევრო გაიღო, მაგრამ ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე “ფროზინონეში” იჯარით დარჩება და ტურინში ზაფხულში დაბრუნდება. კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
გატი ერთ-ერთი ნიჭიერი იტალიელი მცველია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მის მიმართ ინტერესს “ინტერიც” იჩენდა, ხოლო გუშინ პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რომ “ტორინოში” უნდა გადასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში საქმეში “იუვე” ჩაერთო და ტრანსფერიც მალევე დახურა.
⚪️⚫️ Federico #Gatti è arrivato al JMedical per svolgere le visite mediche pic.twitter.com/9okYcjLINE
— ilbianconero (@ilbianconerocom) January 31, 2022