უეფამ ტურინის „იუვენტუსის“, „ბარსელონასა“ და „რეალის“ წინააღმდეგ საქმის სამართალწარმოება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ უეფას ვებგვერდი იტყობინება.
„ბარსელონას“, „იუვენტუსის“ და „რეალის“ წინააღმდეგ დისციპლინური საქმის გახსნის შემდეგ სუპერლიგის პროექტთან დაკავშირებით, უეფას სააპელაციო კომისიამ გადაწყვეტა შეაჩეროს სამართალწარმოება შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ „რეალს“ და „ბარსელონას“ უეფა ევროთასებიდან მოკვეთით ემუქრებოდა.