ტურინის „იუვენტუსს“ პსჟ-ს ნახევარმცველ ლეანდრო პარედესს აქტიურად უკავშირებენ და იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელთან პირადი შეთანხმება მიღწეულია.
ახლა კი სოციალურ ქსელში საინტერესო მინიშნება გავრცელდა – არგენტინელმა „იუვესა“ და „სასუოლოს“ შეხვედრას უყურა. პარედესმა ინსტაგრამ სთორი გამოაქვეყნა და ანხელ დი მარიას გოლი მიულოცა.
დი მარია და პარედესი მეგობრები არიან, მაგრამ ის ფაქტი, რომ ლეანდრომ თამაშს უყურა, ალბათ, ტრანსფერზე მართლაც მიანიშნებს.
შეგახსენებთ, რომ ლეანდრო პარედესი იტალიის ჩემპიონატს კარგად იცნობს, რადგან სერია A-ში „ემპოლისა“ და „რომას“ რიგებში უთამაშია.