ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მორენო ტორიჩელიმ „ზენიტთან“ მატჩი შეაფასა და მან მასიმილიანო ალეგრის გუნდის თამაში მოიწონა.
„საოცარი საღამო იყო. დიბალამ ხარისხობრივი ნახტომი გააკეთა. ყველამ თავის დონეზე ითამაშა. ძალიან მომეწონა ლოკატელი, რომელიც ხშირად ცდილობდა პასების სიღრმეში გაკეთებას და გუნდს რიტმს კარნახობდა. თუმცა, კიეზა, ბერნარდესკი, მორატაც კარგები იყვნენ, მართლაც კარგი საღამო იყო, სწორი თამაში იყო, რომელიც საჭირო გახლდათ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ. გაშვებული გოლების დროს ყურადღება მოდუნებული იყო, უფრო მეტი სიფხიზლეა საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი ასპექტია ის, რომ გუნდმა იცის, რომ გარკვეული რიტმით და მონდომებით თამაშია საჭირო.
დიბალას რამდენჯერმე ველაპარაკე და ის ნამდვილი იუვენტინოა, „იუვენტუსის“ გულია. გასულ სეზონს თუ გადავხედავთ, „იუვეს“ სწორედ მისი გოლები დააკლდა ზედიზედ მეათე სკუდეტოს მოსაგებად. მისგან ბევრია მოსალოდნელი, რადგან ის ამოსავალი წერტილია და ის გუნდს წინ წაუძღვა“, – თქვა ტორიჩელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჯგუფიდან უკვე გავიდა, რადგან 12 ქულა აქვს, მაგრამ პირველი ადგილისთვის ისევ იბრძვის და გადამწყვეტი მომდევნო ტურში „ჩელსისთან“ მატჩი იქნება. „იუვე“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.