ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ მასიმილიანო ალეგრის გუნდის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გუნდის მთავარი ძალა დაცვაში შთამბეჭდავად თამაშია.
„მაქს ალეგრის „იუვენტუსი“ ყურადღების ცენტრში დაბრუნდა. ისინი ბრუნდებიან ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე ქულათა მაქსიმუმი აქვს. ჩამოყალიბებული გუნდია, შესაძლოა არა ლამაზი, მაგრამ ძლიერი გულით თამაშობს და „დერბი დ’იტალიას“ თავდაჯერებული ხვდება. ცოტა გოლს იტანს, მაგრამ მისი დაცვის ხაზის ძალა შთამბეჭდავია. ეს ზონა არის გუნდის ნამდვილი სული, ნახევარდაცვის არსებობის პირობებში, რომელიც ჯერ კიდევ არასრული ჩანს, არ გააჩნია ხარისხი და ძალა“, – თქვა ტარდელიმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საატზე გაიმართება.