ვეტერანი ფეხბურთელი მარკო ტარდელი „იუვენტუსის“ კრიზისს გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, მთავარი პრობლემა ხელმძღვანელობაშია და არა ფეხბურთელებსა და მწვრთნელში.
„არ ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ გუნდი ფანების წინაშე მიდის და ბოდიშს იხდის, ჩემი აზრით, მათ ის გააკეთეს, რაც შეეძლოთ. პრობლემები სხვა რამეშია. დაწყებული კლუბის ხელმძღვანელობით და დამთავრებული გუნდის ფიზიკური მომზადებით. ალეგრის გათავისუფლება? არა, რადგან თუ ის წავა, მაშინ ყველა უნდა წავიდეს, ვინც თავის დროზე ის აირჩია“, – თქვა ტარდელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა და ბოლო ხუთი თამაში საერთოდ არ მოუგია.