სუპერლიგის გენერალურმა დირექტორმა ბერნდ რეიხარტმა „იუვენტუსისა“ და ანდრეა ანიელის შესახებ ისაუბრა. მან არ გამორიცხა, რომ ანიელიმ მომავალში სუპერლიგაში რომელიმე მაღალი პოსტი დაიკავოს.
“არ ვარ შეშფოთებული „იუვეს“ მდგომარეობით. გავაგრძელებ „იუვენტუსის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობას კონსტრუქციულად და პროდუქტიულად. მე გავაგრძელებ მათი დაფასებას, როგორც პროექტში ერთგულ პარტნიორებს, რომლებიც ზრუნავენ ფეხბურთის მდგრადობაზე.
ანდრეა ანიელის შეიძლება თუ არა, რაიმე თანამდებობა ჰქონდეს სუპერლიგაში? ანდრეა მიიღებს გადაწყვეტილებას და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც სურს. მინდა, მასთან ურთიერთობა, მისგან რჩევების მიღება, რადგან ცოტამ თუ იცის ევროპული ფეხბურთი ისე, როგორც მან“, – თქვა რეიხარტმა.