ტურინის „იუვენტუსის“ ახალი გენერალური დირექტორი მაურიციო სკანავინო საჯარო სიტყვით ახალ ამპლუაში პირველად გამოვიდა. როგორც მან თქვა, „იუვენტუსის“ მიზნები და ამბიციები არ იცვლება.
„გარანტიას ვიძლევი, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები, სხვა სფეროებში მიღებულ გამოცდილებასაც გამოვიყენებ. ამ ორი, ძალიან ინტენსიური თვის განმავლობაში, როგორც გენერალური დირექტორი კლუბში შევხვდი ქმედითუნარიან და მოტივირებულ ადამიანებს.
კმაყოფილი ვართ ახალგაზრდული გუნდის მუშაობით, რომლის შედეგი პირველ გუნდში დაწინაურებული ახალგაზრდა ფეხბურთელებით ჩანს, რაც საუკეთესო მომავალს გვპირდება. მიზნები და ჩვენი ამბიციები არ იცვლება“, – თქვა სკანავინომ.