მთავარი / სიახლეები / სერხიო რამოსი: “კიელინი და ბონუჩი გმირები არიან”

სერხიო რამოსი: “კიელინი და ბონუჩი გმირები არიან”

“პარი სენ ჟერმენის” ახალწვეულმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ ესპანეთში ვარსკვლავებს კარგად არ ექცევიან და მაგალითად იტალია მოიყვანა. თქვა, რომ იქ ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი გმირები არიან.

„ესპანეთში ვარსკვლავებს ცუდად ექცევიან. ყოველთვის ერთი და იგივე ამბავია, პრობლემა გვაქვს, როგორც ქვეყანას, ფილოსოფია არ იცვლება. მე ვხედავ იტალიას, სადაც ბონუჩი და კიელინი გმირები არიან. ჩვენთან ფეხბურთელების მიმართ აღფრთოვანება არ არის, სამწუხაროა, მაგრამ ეს რეალობაა. ეს არ არის ის, რაც მე განვიცდი, არამედ სხვებიც. როდესაც ქვეყანაში ჩემპიონები გვყავს, მათ ყურადღება უნდა მივაქციოთ. ნაკლები შურია საჭირო“, – თქვა სერხიო რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი ესპანეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატისთვის არ გამოიძახეს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …