იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც „პარმაში“ თამაშობს, საუკეთესო ხუთი იტალიელი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებთანაც უთამაშია. თუმცა, ჯიჯიმ ჩამონათვალში მცველები არ შეიყვანა, რადგან თქვა, რომ ამ შემთხვევაში 100 ფეხბურთელს გადასცდებოდა.
„პარმაში“ ჩემი პირველი ცხოვრების 10 წელი გავატარე, შემდეგ 20 წელი „იუვენტუსში“, ერთი პარიზში, ორი ისევ „იუვეში“ და ახლა „პარმაში“ ამ წრეს ვხურავ, თუმცა, 100 წლის არ ვარ. ფეხბურთიდან 55 წლის ასაკში წასვლა? მეტ-ნაკლებად.
მრავალი წლის განმავლობაში ვფიქრობდი, როდის დავასრულებდი თამაშს. აზრები არეული მაქვს, ამაზე 10 წელია ვფიქრობ, მაგრამ შემდეგ თამაშს ყოველთვის ვაგრძელებ. ჩემი აზრით, ფუნდამენტური გამოცდილება მაქვს საიმისოდ, რომ ფეხბურთს კარგად ვიცნობდე, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ სფეროში დავრჩები. მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ სხვა სამყაროების გაცნობაც მიყვარს.
ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ვისთანაც მითამაშია? მარტო ერთის დასახელება არ შემიძლია, ვიტყვი ხუთ საუკეთესო იტალიელს, მხოლოდ შემტევებს, წინააღმდეგ შემთხვევაში 108 ფეხბურთელის დასახელება მომიწევს. ბაჯო, ტოტი, დელ პიერო, პირლო და კასანო. უცხოელებიდან ტურამი, ნეიმარი, იბრაჰიმოვიჩი, კრიშტიანუ და მბაპე.
რთული ასარჩევია ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი. ასეთი არაერთია, ისევე, როგორც ბევრი დაღმასვლა იყო. თუმცა კმაყოფილების ყველაზე მაღალი წერტილი იყო მსოფლიოს ჩემპიონობა. 28 წლის ვიყავი და მეგონა, რომ ნახევარი კარიერა უკვე გავლილი მქონდა, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა, შუა გზაზეც არ ვყოფილვარ. „იუვენტუსში“ 12 სკუდეტო მოვიგე, მაგრამ მხოლოდ 10 გადმომცეს. “, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი 44 წლისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაშს აგრძელებს და „პარმასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.