მთავარი / სიახლეები / რუმენიგე: “იუვემ” წარმოუდგენელი ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ ფეხზე წამოდგება”

რუმენიგე: “იუვემ” წარმოუდგენელი ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ ფეხზე წამოდგება”

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა კარლ-ჰაინც რუმინეგემ „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობამ წარმოუდგენელი ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ ფეხზე სწრაფად წამოდგებიან.

„იუვეს“ გაკეთებული საქმე რომ წავიკითხე, ვერ ვიჯერებდი, ასეთი რამ ცხოვრებაში არ მსმენია. „იუვე“ ძალიან მნიშვნელოვანი კლუბია, იტალიური და ევროპული ფეხბურთის ამოსავალი წერტილი, მათ წარმოუდგენელი ავტოგოლი გაიტანეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე შეძლებენ ფეხზე წამოდგომას მოკლე დროში“, – თქვა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 15 ქულა დააკლეს, მაგრამ კლუბის სხვადასხვა საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …