ტურინის „იუვენტუსის“ მცველის, მერიჰ დემირალის მიმართ ინტერესს „რომა“ იჩენს. Sky Sport-ის ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა „იუვესთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს.
თუმცა, ტურინელები დემირალს 40 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც ტრანსფერს შეაფერხებს, რადგან „ჯალოროსი“ ამ თანხის გადახდის არ აპირებს.
დემირალის „იუვენტუსიდან“ წასვლაზე ბოლო დროს აქტიურად იწერება. თურქმა ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რამაც ტურინელები დააფიქრა. ამასთან, კმაყოფილი არც დემირალია, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა საკმარისად არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მერიჰ დემირალი 2019 წელს 18 მილიონ ევროდ „სასუოლოდან“ შეიძინა.