იტალიური მედიის ვარაუდი არ გამართლდა და ლეონარდო ბონუჩი „რომასთან“ ვერ ითამაშებს.
მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ ლეო ჯერ არ მომჯობინებულა და უმნიშვნელოვანეს მატჩსაც გამოტოვებს. როგორც ალეგრიმ თქვა, ბონუჩი მათთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და როცა ბოლომდე მზად იქნება, მხოლოდ მაშინ ითამაშებს, რისკზე წასვლას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ბონუჩიმ წინა მატჩიც გამოტოვა. წინასწარი ცნობით, ტრავმა სერიოზული არ იყო და მხოლოდ „სამპდორიასთან“ ვერ უნდა ეთამაშა. თუმცა, როგორც ბოლო დროს „იუვეს“ ფეხბურთელების შესახებ ხშირად ხდება, დაზიანება უფრო სერიოზული გამოდგა. ჯერ უცნობია, როდის ითამაშებს გუნდის კაპიტანი.