მთავარი / სიახლეები / როველას და ფაჯოლის მომავალი თითქმის გადაწყდა

როველას და ფაჯოლის მომავალი თითქმის გადაწყდა

ტურინის „იუვენტუსში“ ახალგაზრდა, ნიჭიერი ნახევარმცველების, ნიკოლო ფაჯოლისა და ნიკოლო როველას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ორივე ფეხბურთელი ამერიკულ ტურნეში გუნდთან ერთადაა და სამწვრთნელო შტაბი მათ აკვირდება. ნიკოლა ბალიჩე წერს, რომ ფაჯოლი დიდი ალბათობით ტურინში დარჩება, ხოლო როველას გაანათხოვრებენ.

ნიკოლო ფაჯოლის კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, რომელსაც განაახლებს და სეზონს „იუვესთან“ ერთად დაიწყეს. ის მინიმუმ იანვრამდე ტურინელთა წევრი იქნება, თუ მანამდე სათამაშო დროს ვერ მოიპოვებს, ზამთარში შეიძლება გაანათხოვრონ, ყოველ შემთხვევაში მანამდე მოსალოდნელია, რომ შანსს მიიღებს.

როველას კი სავარაუდოდ კლუბი აგვისტოში ერთწლიანი იჯარით „სალერნიტანაში“ გაანათხოვრებს. აღსანიშნავია, რომ ორივემ „ჩივასთან“ და „ბარსელონასთან“ ითამაშეს და სხვათა შორის, საკმაოდ კარგი შეფასებებიც დაიმსახურეს. უფრო მეტიც, როველა „ბარსას“ წინააღმდეგ მოედანზე 90 წუთი იყო და რეჯისტას პოზიციაზე ითამაშა.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …