მილანის „ინტერის“ ფეხბურთელმა რომელუ ლუკაკუმ ინსტაგრამში ფოტო განათავსა, რაზეც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საინტერესო კომენტარი დაუწერა.
“როგორც იქნა კიელინის ჯიბიდან გამოხვედი“, – დაუწერა ლუკაკუს ფოტოზე გულშემატკივარმა.
ბელგიელმა ფეხბურთელმა მას უმალვე უპასუხა: „ნამდვილად ბედნიერი ვარ იტალიის გამარჯვებით… მაგრამ იტალიის ჩემპიონები ჩვენ, „ინტერი“ ვართ, გახსოვდეთ ეს“, – დაწერა რომელუმ.
შეგახსენებთ, რომ ლუკაკუს ბელგია კიელინის იტალიასთან ევრო 2020-ის მეოთხედფინალში დამარცხდა და იტალიელმა მცველმა მეტოქის განეიტრალება მოახერხა.