მთავარი / სიახლეები / რემზი შესაძლოა დღეს “რეინჯერსში” გადავიდეს

რემზი შესაძლოა დღეს “რეინჯერსში” გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ შესაძლოა კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დატოვოს.

უელსელ ფეხბურთელს წინადადება გლაზგოს „რეინჯერსიდან“ აქვს და შეთანხება შეიძლება შედგეს.

რემზი „იუვენტუსის“ გეგმებში არ შედის და კლუბი არ აპირებს, მის გამოყენებას, ამიტომაც ტრანსფერზეა დაყენებული. მისი კონტრაქტი ძალაში 2023 წლამდეა და წელიწადში 7 მილიონი ევრო აქვს ხელფასი, ამიტომაც, კლუბს მისი გაშვება გადაწყვეტილი აქვს.

აღსანიშნავია, რომ რემზიმ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე კლუბი უარით უკვე გაისტუმრა.

შემთხვევითი სიახლე

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. …

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ …