ჯანლუიჯი დონარუმა „მილანს“ დატოვებს, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას უცნობია. ფეხბურთელს „იუვენტუსს“ და „ბარსელონას“ უკავშირებენ, მაგრამ პრობლემები რჩება.
ორივე კლუბს ვოიცეხ შჩენსისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სახით საიმედო და ძვირადღირებული კიპერები ჰყავთ. ესპანელები გერმანელის გაყიდვას არც გეგმავენ, ტურინელები პოლონელთან განშორებას განიხილავენ, მაგრამ მისი გაყიდვა ადვილი არ იქნება.
როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ „იუვენტუსს“ წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერია, რომ მზადაა ჯიჯო „იუვენტუსში“ 6-მილიონ ევროიანი ხელფასის სანაცვლოდ ჩარიცხოს. ტურინელთა პასუხი უცნობია.
ამავდროულად Tuttosport-ი წერს, რომ პაველ ნედვედი და რაიოლა გუშინ მონტეკარლოში ერთმანეთს შეხვდნენ. ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს, რადგან მინო პაველის აგენტი იყო.