ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „სპორტინგთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნახევარფინალისთვის მზად არიან, სადაც გულით და გონებით უნდა ითამაშონ.
„გოლმა ძალიან გამახარა, დღეს გულით ვითამაშოთ, ბოლომდე ვიტანჯებოდით და მიზანს მივაღწიეთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ნახევარფინალისთვის მზად ვართ, გულით და გონებით უნდა ვითამაშოთ, ყოველთვის შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „სევილიას“ შეხვდება, ხოლო უახლოეს მატჩს 23 აპრილს, „ნაპოლისთან“ გამართავს.