მთავარი / სიახლეები / რაბიო: “იუვესთან” კონტრაქტი თავის დროზე ალეგრის გამოც გავაფორმე”

რაბიო: “იუვესთან” კონტრაქტი თავის დროზე ალეგრის გამოც გავაფორმე”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო თემებზე ისაუბრა. ფრანგმა განაცხადა, რომ ტურინში ბედნიერია, ასევე კომენტარი გააკეთა გასულ სეზონზე, ანდრეა პირლოზე, მასიმილიანო ალეგრიზე და სამომავლო მიზნებზე.

„ჭიქა ნახევარად სავსეა, რადგან ორი ტიტული მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგაზე გავედით. მაგრამ ასევე ნახევრად ცარიელია, რადგან სკუდეტოს დაკარგვა მძიმედ ფასობს. რთული სეზონი იყო, ძვირფასი ქულები დავკარგეთ. ქაღალდზე ჩვენზე ნაკლებად ძლიერ გუნდებთან. არ უნდა დავივიწყოთ ჯოჯოხეთური კალენდარი, სიტუაცია, რომელიც არც ისე ადვილი იყო დებიუტანტი მწვრთნელისთვის. სწორედ ამიტომ, მოგებული ორი ტიტული უნდა დავაფასოთ.

პირლოსთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მე გამოვიყენე მისი რჩევებით, რომ გამეუმჯობესებინა, მაგალითად, ბურთის გაჩერებაზე, მოძრაობებზე, ყოველთვის ერთი-ორი შეხებით. ვცდილობდი სწრაფად მეთამაშა. მე ნამდვილად ვაფასებდი მას, როგორც მწვრთნელს, მის სიახლეებს, რაც მან მოიტანა, მკაფიო იდეებით, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ყოველთვის ვერ ვიყენებდით. მომწონდა ის გატაცება და მონდომება, რომელსაც ის ვარჯიშებზე და თამაშებზე, პრეთამაშამდე, შესვენებაზე აჩვენებდა. ის თავისი საქმით გატაცებული ადამიანია, „იუვენტუსთან“ ძალიან დაკავშირებული, სადაც გულით მუშაობდა. მას მესიჯი გავუგზავნე და ვუთხარი, რომ ცოტა მეტი დრო დაიმსახურა თავისი იდეებისა და ხარისხის ჩვენებისთვის.

ალეგრი? ორი წლის წინ, როდესაც მე კონტრაქტი გავაფორმე, მწვრთნელი ის იყო და კონტრაქტის გაფორმების ერთ-ერთი მიზეზიც ის იყო. ალეგრიმ „იუვეში“ ბევრი ტიტული მოიგო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ვფიქრობ, რომ ამ ორწლიანი პაუზის დროს ფეხბურთის ევოლუციას უკეთ აკვირდებოდა.

„იუვეში“ კარგად ვარ, ყველას მადლიერი ვარ. გავიცანი ამ გუნდის დნმ, მუშაობის კულტურა და გამარჯვების სურვილი. ვერ ვხედავ მიზეზს სხვაგან რატომ უნდა წავიდე. მინდა სკუდეტო ისევ მოვიგოთ, გვაქვს ხარისხი და ძალა ამის გასაკეთებლად. მინდა, ეროვნული თასები მოვიგო და „ინტერთან“ სუპერთასით დაწყებული. მინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, რომელიც „იუვეს“ დიდი ხანია არ მოუგია“, – თქვა რაბიომ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო „იუვენტუსს“ 2019 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 84 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …