ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსი“ ფედერიკო კიეზას გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, განსაკუთრებით მორალურად.
მატჩის შემდეგ ტურინელთა ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს გამარჯვება შეიძლება გარდამტეხი გამოდგეს.
„კარგი „იუვენტუსი“ იყო, თავი ყველამ ერთად დავიცავით და კარგად ვუტევდით. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ეს საღამო შეიძლება გარდამტეხი გამოდგეს ჩვენი სეზონისთვის. „ჩელსის“ ძირითადი შემადგენლობა მოულოდნელი იყო? არ ვიცი, მათ ჩვეულად და კარგად ითამაშეს, მაგრამ ჩვენ თავს უფრო კარგად ვიცავდით. შემდეგ კიეზას გოლის მომენტი სწორ დროს მოვიდა, რადგან შესვენების შემდეგ ეგრევე გოლის გატანა მეტოქისთვის მტკივნეული დარტყმა იყო“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ H ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 2 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ გამართავს.