ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ პსჟ-თან მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გაბრაზებულია, რადგან უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლოთ.
„ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მეორე ტიამი კარგად ჩავატარეთ და უკეთაც შეგვეძლო, რადგან შეიძლებოდა ანგარიში 2:2 გაგვეხადა. გაბრაზებული ვარ, რადგან მეტი შეგვეძლო. ორი გოლი ძალიან სწრაფად გავუშვით და მას მერე თამაში შეიცვალა. მეორე ტაიმში მომენტები გვქონდა, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და „ბენფიკაზე“ ვიფიქროთ. სამუშაობა არის, სწორი ტაქტიკა უნდა ვიპოვოთ და საუკეთესო გზით ვითამაშოთ. ვფიქრობ, დღეს ბევრად კარგად ვითამაშეთ, ვიდრე სერია A-ს მატჩებში. მეორე ტაიმში კარგი რეაქცია გვქონდა და ამით კმაყოფილი ვარ“, – აღნიშნა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბენფიკას“ უმასპინძლებს.