ტურინის „იუვენტუსმა“ ადრიენ რაბიო ამერიკულ ტურნეში არ წაიყვანა, რაც პირადი მიზეზებით აიხსნა.
ახლა კი, ფრანგი ფეხბურთელი ტურინელთა 23-წლამდე გუნდში შეკრებაზე გამოიძახეს. როგორც იტალიური მედია წერს, „იუვე“ რაბიოს გასხვისებაზე მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული რაბიო პსჟ-ში დაბრუნდეს და „იუვემ“ ის ლეანდრო პარედესში გაცვალოს, რომლის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს.
შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.