„პორტუს“ სტადიონის დიქტორმა ფერნანდო საულმა სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა. ის „იუვენტუსს“ და კრიშტიანუ რონალდუს თავს დაესხა:
ჩვენ შური ვიძიეთ ბაზელისთვის („იუვემ“ ბაზელში 1984 წელს „პორტუს“ თასების თასის ფინალში მოუგო – ავტ) იტალიელი ქურდების წინააღმდეგ და შური ვიძიეთ ღორ რონალდუზე იმისთვის, რაც „დრაგაუზე“ გააკეთა. ახლა ველოდები დედამისის, დოლორესის და მისი ოჯახის სხვა უკბილო წევრების ვიდეოს“, – დაწერა საულმა.