მთავარი / სიახლეები / პოგბა მარკიზიოს: “მომდევნო მიმართულება ტურინია”

პოგბა მარკიზიოს: “მომდევნო მიმართულება ტურინია”

პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ფრანგის ტურინში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

პოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც კომენტარი კლაუდიო მარკიზიომ დატოვა და ფრანგმა მას უპასუხა:

“ტურინშიც გვჭირდები, დაბრუნდი, დაბრუნდი“, – დაუწერა კლაუდიომ და პოგბას პასუხმაც არ დააყოვნა: „კარგი, პრინცო, შემდეგი მიმართულება ტურინია“.

რა თქმა უნდა, ამას ტრანსფერთან კავშირი არ აქვს, მაგრამ „იუვენტუსის“ ტიფოზები მაინც აგრძელებენ ოცნებას, რომელიც შეიძლება რეალობად იქცეს. პოგბას „მანჩესტერთან“ კონტრაქტის 2022 წელს ეწურება და თუ არ გაახანგრძლივებს, მისი ინგლისიდან წასვლის შანსი საკმაოდ დიდია.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინი: “დროა ხალხი გავაბედნიეროთ”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ პრესკონფერენეცია გამართა და ევრო 2020-ის …

დელ პიერო: “არ მინდა “იუვეში” მხოლოდ იმიტომ დამაბრუნონ, რომ ძველი დამსახურებები მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და …