მთავარი / სიახლეები / პოგბას ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება, ჯერ შეთანხმება მიღწეული არაა

პოგბას ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება, ჯერ შეთანხმება მიღწეული არაა

„იუვენტუსი“ პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და მიუხედავად იმისა, რომ მაურიციო არივაბენემ ინფორმაცია უარყო, მის აგენტებთან შეხვედრა გუშინ ტურინში შედგა.

კლუბი პოგბას სამწლიან კონტრაქტს და სეზონში 7.5-8 მილიონ ევროს სთავაზობს. ფეხბურთელის გარემოცვა ხელფასის სახით 10-11 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს და შესაძლოა ხელფასის კიდევ უფრო დაკლებას დათანხმდეს.

ტურინელებსაც ფრანგთან კარგი ურთიერთობა აქვთ და ეცდებიან ეს გარემოება შეთანხმების მისაღწევად გამოიყენონ. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება და ორივე მხარე იმედოვნებს, რომ შეთანხმება შედგება.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა თავისუფალი აგენტი ხდება. ის „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და 178 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …