ანდრეა პირლოს შვილი ნიკოლო პირლო „უდინეზე“ – „იუვენტუსს“ მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც ტურინელებმა ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგეს და მიუხედავად იმისა, რომ საწყის 23 წუთში 2:0 დაწინაურდნენ, მხოლოდ ქულა მოიპოვეს (2:2).
ნიკოლომ ამ პოსტით მამამისი დაიცვა, რომელსაც გასულ სეზონში „ბებერი ქალბატონის“ ცუდი თამაში ბრალდებოდა.
„ფეხბურთი ლამაზია, რადგან შარშან „იუვეს“ ორბურთიანი უპირატესობა რომ გაენივებინა, მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალი იქნებოდა. თუმცა, წელს ის იქ არ არის“, – დაწერა ნიკოლომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსში“ 2020-2021 წლების სეზონში იმუშავა და გუნდს ორი ტიტული, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა.