ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა განაცხადა, რომ „იუვეს“ მეტი შეეძლო და დამწუხრებულია ტურნირიდან მისი გავარდნით. ამის შესახებ ბოსნიელმა პსჟ – „ბარსას“ მატჩის შემდეგ თქვა, როდესაც ლიგას მისი გუნდიც გამოეთიშა.
„ვწუხვარ, რომ გამოეთიშნენ, „იუვეს“ ნამდვილად მეტი შეეძლო, მაგრამ შეცდომები ძვირად ფასობს“, – თქვა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა და ის გასულ ზაფხულს „ბარსელონას“ არტურში გაუცვალეს.