ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინმა „ფიორენტინასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ თამაშობს, „იუვეში“ თამაში მისთვის ფასდაუდებელია.
„სოლიდური მატჩი ჩავატარეთ, როგორც პირველ შეხვედრაში და როცა მიზანს აღწევ და ფინალში გადიხარ, სასიხარულოა. კრიტიკა, რომელიც „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ მივიღეთ, სპორტის ნაწილია და კარგად უნდა გავითავისოთ და ბალანსი შევინარჩუნოთ.
ახლა ფინალს „ინტერთან“ ვითამაშეთ და სუპერთასისთვის შურისძიებას ვეცდებით. ბედნიერი ვარ, თუნდაც ბევრი თამაშის ჩატარება არ მიწევდეს, ამ მაისურით ტიტულებისთვის ბრძოლა ფასდაუდებელია“, – თქვა პერინმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში 11 მაისს, რომში, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.