მთავარი / სიახლეები / პარედესი: “იუვეში” თამაში ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო”

პარედესი: “იუვეში” თამაში ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეანდრო პარედესმა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი ოცნება „იუვეში“ თამაში იყო. ასევე აღნიშნა, რომ ანხელ დი მარიას ფაქტორმაც მის არჩევანში დიდი როლი ითამაშა.

„მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გუნდის შეცვლა ადვილი არჩევანი არ იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემთვის მთავარი იყო მუდმივად თამაში და ეს დიდ კლუბში გამეკეთებინა. „იუვენტუსის“ მაისურის ტარება ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო.

მბაპე? კილიანზე ვერ ვისაუბრებ. რამდენიმე თანაგუნდელთან მქონია შესანიშნავი ურთიერთობა, მაგრამ ვერ ვისაუბრებ იმაზე, ვისთანაც არასდროს მქონია ადამიანური ურთიერთობა.

დი მარია? „იუვენტუსის“ შეთავაზების დათანხმებაში წვლილი მასაც მიუძღვის. მინდოდა ანხელთან ერთად ისევ მეთამაშა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – თქვა პარედესმა.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …