პოლ პოგბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. მან “ბებერ ქალბატონთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
29 წლის ფრანგი ფეხბურთელი „იუვეს“ ახალი 10-ნომერია. უფრო სწორად, ძველ-ახალი, რადგან 2015-2016 წლების სეზონში მას „ბიანკონერის“ 10-ნომრიანი მაისური უკვე ემოსა. მანამდე კი 2012-2015 წლებში ის „იუვეს“ 6 ნომერი იყო.
პოლ პოგბა „იუვენტუსის“ ღირსებას 2012-2016 წლებში იცავდა და 178 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა, ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ორჯერ იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
ბოლოს ისიც გავიხსენოთ, რომ ზუსტად 10 წლის წინ „იუვემ“ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ უფასოდ დაიმატა, შემდეგ ამავე კლუბში 105 მილიონ ევროდ გაყიდა და ახლა ინგლისური გრანდიდან ფრანგი უფასოდ მეორედ გადაიბირა.
𝗨𝗙𝗙𝗜𝗖𝗜𝗔𝗟𝗘 🤩@paulpogba è tornato 🔙⚪️⚫️#POGBACK
— JuventusFC (@juventusfc) July 11, 2022