ტურინის „იუვენტუსმა“ მოიზე კინი დაიბრუნა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 21 წლის შემტევი მშობლიურ გუნდს „ევერტონიდან“ 2-წლიანი იჯარით შეუერთდა, რაც 7 მილიონი ევრო დაჯდა.
ორი წლის მერე „იუვე“ ფეხბურთელის გამოსყიდვას 28 მილიონ ევროდ შეძლებს და ეს თანხა სამი კალენდარული წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.
შეგახსენებთ, რომ მოიზე კინი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია. 2018-2019 წლების სეზონში მან შავ-თეთრი მაისურით 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
Moise Kean è di nuovo a casa! 🏠⚪⚫
#WelcomeBackMoise pic.twitter.com/IqXHnxA8BY— JuventusFC (@juventusfc) August 31, 2021