ტურინის „იუვენტუსმა“ „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
28 წლის არგენტინელი „ბებერმა ქალბატონმა“ ერთწლიანი იჯარით დაიმატა, მისი გამოსყიდვა კი სავალდებულო გარკვეული მიზნების მიღწევის შემთხვევაში გახდება. გამოსასყიდად „იუვეს“ 15 მილიონი ევროს (ბონუსად კიდევ 5 მილიონის) გაღება მოუწევს.
ლეანდრო პარედესმა კარიერა „ბოკა ხუნიორსში“ დაიწყო, შემდეგ ვერონას „კიევოში“, „რომაში“, „ემპოლისა“ და „ზენიტში“ ითამაშა, ხოლო 2018 წლიდან პსჟ-ს წევრი იყო, სადაც 117 თამაშში 3 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრებში მან 44 თამაშში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.
UFFICIALE | bienvenido Leandro ⚪️⚫️#WelcomeParedes
— JuventusFC (@juventusfc) August 31, 2022