მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: კაიო ჟორჟე “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ოფიციალურად: კაიო ჟორჟე “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ ნიჭიერი ბრაზილიელი ფეხბურთელის, კაიო ჟორჟეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

19 წლის თავდამსხმელი 2 აგვისტოდან ტურინში იმყოფებოდა, მაგრამ კარანტინის გავლა მოუწია და მისი ტრანსფერი ტურინულმა გუნდმა ახლახან დაადასტურა. კაიო ჟორჟემ „იუვესთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ის “იუვეში” 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კაიო ჟორჟე „სანტოსის“ აკადემიის აღზრდილია, რომლის მაისურით 84 თამაშში 17 გოლის გატანა შეძლო.

 

შემთხვევითი სიახლე

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. …

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ …