მთავარი / სიახლეები / სერია A / ოფიციალურად: დანილომ “იუვესთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: დანილომ “იუვესთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

როგორც მოსალოდნელი იყო, დანილომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ხელშეკრულება ერთი წლით განაახლა და ტურინულ გრანდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. გარდა ამისა, მხარეებს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტიც ექნებათ.

დანილო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 142 მატჩში 8 გოლი გაიტანა (მათ შორის, 3 მიმდინარე სეზონში და სამივე 2023 წელს). მიმდინარე სეზონშივე ის გუნდის ვიცე-კაპიტნად დაინიშნა.

31 წლის დანილოს „იუვემდე“ „ამერიკა მინეიროში“, „სანტოსში“, „პორტუში“, „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ აქვს ნათამაშები.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …