მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “რთული იყო კონცენტრაციის შენარჩუნება, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ”

ნედვედი: “რთული იყო კონცენტრაციის შენარჩუნება, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა და როგორც თქვა, რაც მოხდა, ის ყველაფერი დავიწყებულია, ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ მომდევნო მატჩებია.

„ორი მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა სანაკრებო პაუზამდე. მომწონს სეზონის დასაწყისი, გუნდი ძალიან სოლიდურია, 2-4 ქულა გვაკლია, რომელიც ჩემი აზრით დავიმსახურეთ. ამის გამო ვწუხვარ. დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტი არაა.

მე ყოველთვის გულწრფელი ვარ და უნდა ვაღიარო, რომ ამ ორ დღეში რთული იყო კონცენტრაციის შენარჩუნება. კვირას ძალიან ემოციური თამაში იყო მწვრთნელისა და ფეხბურთელისთვის. არ იყო ადვილი და ყველამ ან თითქმის ყველამ დაინახა, რაც მოხდა, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, რადგან დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ბრაზი დადებითად უნდა გამოვიყენოთ, ეს არ უნდა იყოს სიგიჟემდე, მაგრამ ინტენსივობის ამაღლებაში უნდა დაგვეხმაროს და ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ. ტრავმირებულები? არანაირი ალიბი, ამისგან გონება უნდა გავათავისუფლოთ, რადგან ეს ქულები უკვე დაკარგულია. რაც მოხდა, ყველაფერი დავიწყებულია.

დიახ, ალეგრი ჯერ კიდევ „მილანში იყო, როდესაც ვთქვი, რომ გვირჩევნია ანტიპათიურები ვიყოთ, მაგრამ გამარჯვებულები“, – თქვა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

დიბალა: “იუვეში” ბოლო წლები ჩემთვის ადვილი არ იყო”

პაულო დიბალამ განაცხადა, რომ „რომაში“ გადასვლა მისთვის კარგი იყო, რადგან „იუვენტუსში“ ბოლო წლებში ბევრი სირთულე …

მორატა: “ალეგრიმ “ბარსელონაში” არ გამიშვა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ იანვარში „ბარსელონაში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრიმ …